ქრთამის აღების ბრალდებით დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს />


  15:38:51     21-06-2016

ქრთამის აღების ბრალდებით დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

a53847.png

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარი გამოართვა.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

0

ავტორი: