16:09:39     20-06-2016
პაპიძეების და ქაფიაშვილების ოჯახის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური სამართალდამცველებმა პოლიციაში გადაიყვანეს დასაკითხად.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის დედისა და დის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება ქაფიაშვილის ოჯახის წევრებთან, რომელზეც უკვე დაიწყო გამოძიება ცემის მუხლით.
დაპირისპირება სასამართლოში დღეს ორჯერ მოხდა. ჯერ სხდომის დაწყებამდე, მეორედ კი მოგვიანებით, სასამართლოს საპირფარეშოში.
ქაფიაშვილის ახლობლების ინფორმაციით, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა. მათი თქმით, დაპირისპირების ინიციატორები პაპიძის და და დედა იყვნენ, რომლებიც საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ, როცა მინდიკაური იქ იმყოფებოდა. ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.
შამუგია და პაპიძე კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო ინსპირირებული.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძის საქმეს საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
0