10:43:00     18-06-2016
ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და მოზარდებს შორის - რა მოხდა გორში?
ხმაური გორში მუსხელიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით პოლიციასა და მოზარდებს შორის წამოწყებულმა დაპირისპირებამ გამოიწვია.
მუსხელიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ სამართალდამცველები მოზარდებს უხეშად ექცეოდნენ. მათი თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც მოზარდებთან მათი მეზობელი მივიდა მისახმარებლად .
მუსხელიშვილის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მამაკაცი რამდენიმე პოლიციელმა სცემა და მისი დაკავება ამის შემდეგ მოხდა: "დაბლა ეგდო გოჩა და რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა. ერთ კაცს თხუთმეტი ესეოდა"-ამბობს დაკავებული გოჩა ავლოხოშვილის მეზობელი.
შინაგან სამეთა სამინისტროში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტს კატეგოიულად უარყოფენ. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პოლიციის კონტროლი. მორიგი ასეთი შემოწმების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ავლოხაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და მისი დაკავება საქართველოს ადმინისტრაციული კოდესის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა.
0