17:53:19     17-06-2016
ნატა ფირცხალავა: "დაკავების დროს მაგდა პაპიძე ორსულად იყო"
ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგის ინფორმაციით, დაკავების დროს მაგდა პაპიძე ორსულად იყო, - ამის შესახებ ნატა ფირცხალავამ ჟურნალისტებს მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ორი-სამი კვირის ორსული იყო. განმეორებით 26 დეკემბერს გავსინჯეთ და ორსულობა უკვე შეწყვეტილი იყო. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან კლინიკაში იმყოფებოდა. მიზეზს ვერ გეტყვით, თუ რატომ შეწყდა ორსულობა. მაგდა პაპიძემ თავად იცოდა, რომ იყო ორსულად და აინტერესებდა, ვითარდებოდა თუ არა ეს ორსულობა“, - განაცხადა ფირცხალავამ.
შეგახსენებთ, ექიმი დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით დახურულ რეჟიმში დაიკითხა. როგორც ფირცხალავამ პროცესის შემდეგ განაცხადა, მაგდა პაპიძე თავდაპირველად 2015 წლის 23 დეკემბერს გასინჯეს და მას ორსულობა დაუდგინდა. გინეკოლოგის ინფორმაციით, ბრალდებულს გასინჯვის დროს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
0