რუსულმა ავიაციამ სირიაში ISS-ის წინააღმდეგ მებრძოლთა პოზიციებზე იერიში მიიტანა რუსულმა ავიაციამ სირიაში ISS-ის წინააღმდეგ მებრძოლთა პოზიციებზე იერიში მიიტანა />


  12:15:14     17-06-2016

რუსულმა ავიაციამ სირიაში ISS-ის წინააღმდეგ მებრძოლთა პოზიციებზე იერიში მიიტანა

a53673.jpg

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიაში ამბოხებულთა პოზიციებზე მიიტანეს იერიში.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ამბოხებულთა ჯგუფს, რომელსაც რუსულმა ავიაციამ დაარტყა, აშშ უჭერს მხარს და ის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის.

ინტერვიუსას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მკაცრად გააკრიტიკა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე რუსეთთან ამ საკითხს აუცილებლად განიხილავს.

"ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებებს რუსეთისგან. მსგავსი შემთხვევა არ უნდა განმეორდეს", - აღნიშნა წარმომადგენელმა, რომელის ვინაობსაც "როიტერი" არ ასახელებს.

სირიაში ვითარების კვლავ დაძაბვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც ისაუბრა.

მისი თქმით, სირიის ქალაქ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საფრთხის ქვეშაა.

"რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი მოთმინება შეუზღუდავი არ არის", - თქვა კერიმ ნორვეგიაში ვიზიტისას.

სირიის ქალაქ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მორიგი შეთანხმება ძალაში გუშინ შევიდა და ის 48 საათს გაგრძელდება.  

ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატების ნაწილმა მოუწოდა, რომ სირიის სამთავრობო, ბაშარ ალ-ასადის ძალებზე ავიადარტყმები განახორციელოს. შიდა მემორანდუმს 50-ზე მეტმა დიპლომატმა მოაწერა ხელი. მათი მოწოდების მიზეზი კი ასადის მხრიდან არაერთხელ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა. 0

ავტორი: