00:50:52     17-06-2016
"ყენიამ ვერ დაიმსახურა სტასის ყურადღება და იმიტომ არის ასეთი გაბოროტებული"
რამდენიმე დღის წინ ლიზა ყენიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ბონდარენკოს შესახებ, საუბარი და კომენტარები არ წყდება. როგორც ჩანს, ამ განაცხადმა მაყურებლის მხრიდან აგრესიული პასუხები გამოიწვია.
"ეჭვი მაქვს ყენიამ ვერ დაიმსახურა სტასის ყურადღება, ვერ მოაწონა თავი და იმიტომ არის ასეთი გაბოროტებული... სხვა რა უნდა დაეშავებინა ამ კეთილშობილ ადამიანს? "მელა ვერ შესწვდა ძეხვსაო....
ახლა შეისხა ,,ანგელოზის ფრთები" ყველამ და ყრიან ნიანგის ცრემლებს თუ როგორი საცოდავია თბილისში უბინაო ნიჭიერი ადამიანი...
მას რომ მოეგო ბინა, ჯანოს აჩუქებდა? არა მგონია
ამ ადამიანზე კეთილი,უბოროტო და უბრალო ადამიანი ჯერ არ გყოლიათ პროექტში... ცუდია რომ ქართველებზე წარმოდგენა შეეცვლება,ზოგიერთი მონაწილის გამოხტომების გამო...
რა არაღირსეულად მოიქცა ყენია, წაგებაც ღირსეულად უნდა იცოდე ლიზა! ხალხს ბნელს და უგემოვნოს ეძახის, ლანძღავს ყველას, თურმე ვისაც ბონდარენკოს ცეკვა მოსწონს, ყველას ჰორმონების მოზღვავება ჰქონია და გამომივიდა აქ იზორიას პროტეჟე, რომელიც კლოუნივით დახტის აქეთ-იქით.შენ რა აგიტაციას ეწევი და ტვინი წაიღე ბინაზე ლაპარაკით, ჩვენ ბინას არავის ვაგებინებთ, უბრალოთ უყურებთ და ვინც მოგვწონს უმესიჯებთ. აი ეკა კი ყველაზე კარგად ცეკვავდა და ღირსეულადაც წავიდა შენგან განსხვავებით..." - ამ და სხვა მსგავსი კომენტარებით ეპასუხებიან ლიზას განაცხადს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის დატოვების შემდეგ ლიზა ყენიამ დაწერა, რომ "სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში და ჯანო იზორია ფოთიდან არ უნდა დადიოდეს თბილისში გადაღებებზე".
0