12:03:16     16-06-2016
"ქართულმა ლეგიონმა დებალცევოს მიდამოებში სპეცოპერაცია "გიგა" ჩაატარა"
"ქართულმა ლეგიონმა 12 ივნისს დებალცევოს მიდამოებში ჩაატარა სპეცოპერაცია "გიგა"... ბრძოლა მიმდინარეობდა 8-10 მეტრის მანძილზე, დადასტურებული ინფორმაციით, შეტაკებაში განადგურებულია 12 რუსი სამხედრო მოსამსახურე ( ეს რასაც ადასტურებენ), საარტილერიო ცეცხლით საერთო ჯამში განადგურდა 4- მდე ოკუპანტი, ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა ლეგიონთან ერთად 25 მოტოქვეითი ბატალიონის მე-3 ასეული ,და არტილერია.
2 ქართველი ლეგიონერი დაჭრილია ერთი მსუბუქად მეორე ჰოსპიტალიზირებულია კიევში, ოპერაცია დაიგეგმა გიგა ოთხოზორიას ცინიკური მკვლელობიდან მეორე დღეს!", - ამ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ავრცელებს.
შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა სოფელ ხურჩაში 19 მაისს მოკლეს.
0