ნატო აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებას უპრეცედენტოდ გააძლიერებს ნატო აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებას უპრეცედენტოდ გააძლიერებს />


  13:48:35     15-06-2016

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებას უპრეცედენტოდ გააძლიერებს

a53560.jpg

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებას უპრეცედენტოდ გააძლიერებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ბიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე მიიღეს.

უსაფრთხოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში,ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში  ოთხი მრავალეროვნული ბატალიონი განლაგდება, თითოეული 800- 1 000 სამხედროს შემადგენლობით.

ბატალიონების გადასროლა ამ ქვეყნებში 2017 წლის დასაწყისში იგეგმება.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, აღიშნული გადაწყვეტილება არის მკაფიო სიგნალი, რადგან თუ ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმა განხორციელდება, რეაგირებას მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთობლივად მოახდენს.

0

ავტორი: