18:16:33     10-06-2016
"ლანა ცხედრებთან იდგა და მოსთქვამდა, საფლავი არ უნდა გეღირსოს მაგდა, როგორ მოგვიკალი ომარი და თორნიკეო"
მაგდა პაპიძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ომარ ქაფიაშვილის მამიდამ, გულო ქაფიაშვილმა ეს განცხადება გააკეთა:
"თვალებიდან არ ამომივა კადრი, როდესაც მკვლელობის დღეს მივედი და ვნახე როგორ იდგა მაგდას და, ლანა ცხედრებთან და მოსთქვამდა, საფლავი არ უნდა გეღირსოს მაგდა, როგორ მოგვიკალი ომარი და თორნიკეო. თავდაპირველად პაპიძეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაგდა იყო მკვლელი. ახლა საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ, არ გამოუვათ, ყველაფერი ცხადია. მაგდა ბავშვობაში კარატეზე დადიოდა, საკმაოდ ძლიერი იყო", - განაცხადა გულო ქაფიაშვილმა.
მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე პირველი განცხადება უკვე გააკეთა... წარდგენილ ბრალდებაში ის არ ცნობს თავს დამნაშავედ.
0