"მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი იმიტომ მოკლა, რომ ბერძენიშვილთან ურთიერთობა გაეგრძელებინა" "მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი იმიტომ მოკლა, რომ ბერძენიშვილთან ურთიერთობა გაეგრძელებინა" /> "/> " />


  14:02:52     10-06-2016

"მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი იმიტომ მოკლა, რომ ბერძენიშვილთან ურთიერთობა გაეგრძელებინა"

a53357.jpg

პროკურორის ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი იმის გამო მოკლა, რომ ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობა გაეგრძელებინა.

მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობის დროს გაიცნო და მასთან არაერთხელ ჰქონდა სქესობრივი კავშირი.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, იმისთვის, რომ მაგდა პაპიძე დარჩენილიყო ოთარ ბერძენიშვილთან, მისგან დაორსულებაც სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის მოკვლა, რადგან ბერძენიშვილს არ სურდა, რომ ქმარს გაშორებულ ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, მ. პ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის განზრახ მკვლელობა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 15 ნაფიცი მსაჯული. დღევანდელ სხდომაზე, განისაზღვრა 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავად აირჩია. პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებული დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

მაგდა პაპიძეს მეუღლისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.
0

ავტორი: