16:51:08     09-06-2016
შიდა ქართლში ორი სახელმწიფო მოხელე დააკავეს
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი თემურ შაქარაშვილი დააკავეს. ფაქტს ადასტურებს კასპის მუნიციპლიტეტის გამგებელი. გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით შაქარაშვილი სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
დღესვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წრომში დავით გოგალაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ დავით გოგალაძე მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის საჭირო პროცედურების დაჩქარებას და დროულად მოგვარებას , რის სანაცვლოდაც მას ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელის გიორგი გურსპაშვილი მისი წარმომადგენელის სოფელ წრომში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
"თუ ვინმე ჩაიდენს მსგავს ქმედებას აუცილებდალად უნდა დაისაჯოს", - განცხადა გურასპაშვილმა
0