11:21:56     08-06-2016
"სოთბის" აუქციონზე გატანილი ნიკო ფიროსმანის ტილო ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა
"სოთბის" აუქციონზე გატანილი ნიკო ფიროსმანის ტილო "შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
საქართველოს ექს-პრემიერმა ტილოში 629 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ნახატის საწყისი ფასი 150 000 ფუნტი სტერლინგი იყო.
ცნობისთვის, "შველი წყლის პირას", ისევე როგორც, ლადო გუდიაშილის "ჩვენი ნიკო" აუქციონზე "რუსული მხატვრობის" სექციაში იყო წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო "არსენალის მთა ღამით" "კრისტის" აუქციონზე 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა და შემდეგ ხელოვსნების მუზეუმს გადასცა.
0