ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ კინოში - თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ კინოში - თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა />


  10:49:34     08-06-2016

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ კინოში - თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა

a53196.jpg

ფილმების „როცა აყვავდა ნუში“ და „ჩარი რამას“ გმირი თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა.

ღიღობერიძე რეზო ჩხეიძემ ფილმებში „რაიკომის მდივანი“ და „დონ კიხოტი“ გადაიღო, სადაც მან ეპიზოდური როლები შეასრულა,

ახალგაზრდა და სამსახიობო თვალსაზრისით გამოუცდელი თინათინ ვარდანაშვილი გადასაღებ მოედანზე ისეთი მსახიობების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან სესილია თაყაიშვილი და დოდო აბაშიძე. ფილმებში მისი პარტნიორები იყვნენ ზურა ყიფშიძე, თემურ ჩხეიძე, გოგი ქავთარაძე.

თინათინ ვარდანაშვილმა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმში „როცა აყვავდა ნუში“ მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა.

ნაწყვეტი ინტერვიუდან:

"- ვინ შეგარჩიათ ფილმისთვის?

- მაშინ ხშირად დადიოდნენ ხოლმე სკოლებში რეჟისორები და ეძებდნენ პერსონაჟებს. მეც ასე ამარჩიეს. ძალიან გამიხარდა, მივედი სინჯზე - თექვსმეტი წლის ვიყავი - იმ წელს ვამთავრებდი სკოლას. ძალიან მინდოდა კინოში გადაღება, როგორც ყველა ჩემი ასაკის გოგონას. სინჯების მერე სამი თვე არავინ გამომხმაურებია, მერე გავიგე, რომ გადაღებები დაიწყეს და როლზე მარინა ჯანაშია დაამტკიცეს. გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამდი? წარმოდგენა არა მაქვს, რა მოხდა, დიდი ხნის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, დამირეკეს და მითხრეს - სასწრაფოდ გამოცხადდი კინოსტუდიაში, გადაღებებს თავიდან ვიწყებთ და მთავარ როლზე ხარ დამტკიცებულიო."
0

ავტორი: