ბაზა „ორბზე“ 7 ქართველი სამხედროს დაღუპვიდან 3 წელი გავიდა ბაზა „ორბზე“ 7 ქართველი სამხედროს დაღუპვიდან 3 წელი გავიდა />


  18:01:04     06-06-2016

ბაზა „ორბზე“ 7 ქართველი სამხედროს დაღუპვიდან 3 წელი გავიდა

a53120.jpg

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმიდან 3 წელი გავიდა. 6 ივნისის თავდასხმას 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები: კაპრალები - თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები - ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში, 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა "ორბზე" განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები, მისიის შესასრულებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 2013 წლის აპრილიდან იმყოფებოდნენ.



0

ავტორი: