რატომ გაიყიდება "სოთბის" აუქციონზე ფიროსმანის და გუდიაშვილის ნახატები რუსულ სექციაში? რატომ გაიყიდება "სოთბის" აუქციონზე ფიროსმანის და გუდიაშვილის ნახატები რუსულ სექციაში? /> "/> " />


  13:10:47     06-06-2016

რატომ გაიყიდება "სოთბის" აუქციონზე ფიროსმანის და გუდიაშვილის ნახატები რუსულ სექციაში?

a53098.jpg

7 ივნისს, ლონდონში, "სოთბის" აუქციონზე ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის ნახატებს "რუსული ნახატების" სექციაში გაყიდიან.

სააუქციონო სახლის ვებგვერდზე ნიკო ფიროსმანი "შველი წყლის პირას" და ლადო გუდიაშვილის "ჩვენი ნიკო" ცნობილი რუსი მხატვრების აივაზოვსკის, კისელიოვისა და მაკოვსკის ნახატების გვერდითაა განთავსებული.

თუმცა ორივე მხატვრის გვარის გასწვრივ ფრჩხილებში მითითებულია "ქართველი".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველი მხატვრების ნამუშევრები საერთაშორისო აუცქიონებზე რუსულ სექციაში იყიდება.

გასულ წელს ამ საკითხის კომენტირებისას კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობდა საკითხზე და თუ აუქციონზე ქართული სექცია არ შეიქმნებოდა, ქართველი ავტორების ნამუშევრების გატანა ევროპული სექციაში მომხდარიყო.

ცნობისთვის, საიტის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - „ჩვენი ნიკო“ საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება. 0

ავტორი: