ლეგენდარული Âme-ს ივენთზე Gem-fest-ის მულტიპასები გაიცემა ლეგენდარული Âme-ს ივენთზე Gem-fest-ის მულტიპასები გაიცემა />


  16:26:52     02-06-2016

ლეგენდარული Âme-ს ივენთზე Gem-fest-ის მულტიპასები გაიცემა

a53000.jpg

GemFest-ის კიდევ ერთი საჩუქარი მხოლოდ მათთვის,ვისაც ფესტივალის ბილეთი აქვს. 10 ივნისს, მე-5 პავილიონში, GemFest-ის ოფიციალურ პრე-ფართიზე,ლეგენდად ქცეული Âme დაუკრავს .

Âme-ს ივენთის მოსაწვევებს,მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ,ვისაც GemFest-ის ბილეთი აქვს შეძენილი.GemFest-ის პრეფართიზე,ფესტივალზე დასასწრები მულტიპასებიც გაიცემა.ვისაც სურს,რომ ანაკლიაში,დამღლელი რიგი თავიდან აიცილოს,10 ივნისს, 20:00 საათზე,Âme-ს ივენთზე შეძლებთ,GemFest-ის ბილეთი ფესტივალის მულტიპასში გადაცვალოთ.

Âme ორი გერმანელი მუსიკოსის,Kristian Beyer-ის და Frank Wiedemann-ის მუსიკალური პროექტია , რომელიც 2003 წელს შეიქმნა.მათი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2005 წლის რელიზს,Rej EP-ს უკავშირდება.ამავე წელს,ცნობილ გერმანელ დიჯეისთან,Dixon-თან ერთად Âme-მ თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაუს პლატფორმა, Innervisions დააფუძნა. ლეიბლი მალე ისეთი არტისტების მასპინძელი გახდა, როგორებიც არიან Recondite, Henrik Schwarz, Marcus Worgull, Agoria და ა.შ. Âme-ს ლაივ პერფორმანსების ხარისხი Resident Advisor-ის მკითხველის რეიტინგშიც აისახა,რომლის მიხედვითაც გერმანული პროექტი უკვე სამი წელია (2013, 2014 , 2015) წლის საუკეთესო ლაივების სამეულში ხვდება.Resident Advisor-ის რეიტინგის მიხედვით,ისინი ასევე არ თმობენ პოზიციებს საუკეთესო დიჯეების ათეულში.

არ გაუშვათ ხელიდან შანსი,უფასოდ დაესწროთ 21 ივლისს,ბათუმში “ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე”,THE PRODIGY-ს კონცერტს და Âme/Gem-fest პრე-ფართის,10 ივნისს,მე-5 პავილიონში !

0

ავტორი: