საერთაშორისო ფოტოკონკურსის „პლანეტის ბავშები“-ს ფინალში ორი ქართველი ფოტოგრაფია საერთაშორისო ფოტოკონკურსის „პლანეტის ბავშები“-ს ფინალში ორი ქართველი ფოტოგრაფია />


  10:03:12     01-06-2016

საერთაშორისო ფოტოკონკურსის „პლანეტის ბავშები“-ს ფინალში ორი ქართველი ფოტოგრაფია

a52921.jpg

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორი დღეს, უკრაინის დედაქალაქში, გაიმართება გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფთა ნამუშევრები მოხვდა.

მეექვსე საერთაშორისო კონკურსში თემაზე „პლანეტის ბავშვები“ ფინალში საქართველოდან ორი ფოტოგრაფი გავიდა.

მზია ლეკვეიშვილი, რომელიც გახდა სალონის მედლის მფლობელი და ოლიკო ცისკარიშვილი, რომელიც გახდა, სალონის დიპლომის მფლობელი.

გამოფენაზე გამოიფინება 150-მდე ნამუშევარი, რომელიც შეირჩა ათასობით ფოტოში.

გამოფენაზე მოხვდა, კიდევ ორი ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევარი - ნინო მღებრიშვილისა და მარიანა ბერიძის.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები, როგორც უკრაინიდან, საქართველოდან, ასევე ამსტერდამიდან, საუდის არაბეთიდან, ლიტვიდან, ისრაელიდან, ბელორუსიიდან და ა.შ. მოგვიანებით იგეგმება კატალოგის დაბეჭდვა, რომელშიც შევა, გამარჯვებული ფოტოები.

0

ავტორი: