11:04:52     26-04-2011
არმია სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა, იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე, გუშინ ცუნამით და მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში, მსხვილმასშტაბიანი ძებნის ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ ტელეკომპანია “NHK” იუწყება. სამხედროთა რიგით მესამე ოპერაციის მიზანი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნაა.
როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს, პოლიცია და სანაპირო დაცვის თანამშრომლებიც ეხმარებიან. ძებნა წარმოებს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე, მიაგის, ფუკუშიმას და ივანტეს პრეფექტურებში. იაპონიის მხრიდან, ოპერაციაში მონაწილეობას ღებულობს 25 ათასი ჯარისკაცი, 90 თვითმფრინავი და 50 სამხედრო ხომალდი.
ცნობილია, რომ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის და ცუნამის მსხვერპლი, 14 ათასი ადამიანი გახდა. დაკარგულთა მოსაძებნად უკვე რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა. თუმცა, იაპონიას მხოლოდ საკუთარი ძალებით ოპერაციის წარმოება გაუჭირდა. ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში სამხედრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები გაგზავნა, რომელნიც იქ რამდენიმე თვეს დარჩებიან.
0