მარწყვი კარგად გარეცხეთ, მოაცილეთ ყუნწები და ეცადეთ გააშროთ. სათითაოდ დაჭერით 4-6 ნაწილად.
მარწყვი ჩააწყეთ ჯამში ფენებად შაქართან შენაცვლებით და დატოვეთ მთელი
ღამით ოთახის ტემპერატურაზე. ამ დროისთვის მარწყვი გაუშვებს წვენს,
რომელშიც მთლიანად უნდა გაიხსნას შაქარი.
საჭიროებისამებრ რამდენჯერმე ფრთხილად მოურიეთ მურაბას კოვზით.
შემდეგ შეიძლება დავიწყოთ ქილების მომზადება - სტერილიზაცია ორთქლზე (ან სხვა უფრო მოხერხებული წესით) 10 წუთის განმავლობაში.
გააციეთ ქილები (ეს მნიშვნელოვანია - ისინი არ უნდა იყოს თბილი, რადგან მარწყვი შეიძლება დამჟავდეს).
„უმი“ მურაბა გაანაწილეთ გაციებულ ქილებში, დაახურეთ თავსახური და
შეინახეთ მაცივარში ან გრილ სარდაფში. გამოყენების დროს შეინახეთ
მაცივარში.
0