10:37:24     19-05-2016
დელტას გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა. შესაბამისი განცხადება უწყებამ გუშინ გაავრცელა.
შეგახსენებთ, კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დელტამ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
0