18:19:18     18-05-2016
2016 წლის 23-31 მაისს ქ. ბათუმი საერთაშორისო რანგის ცნობილ მუსიკოსებს და შემსრულებლებს უმასპინძლებს.
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ,,საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის“ ორაგინიზებით „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ გაიმართება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათდღიანი მასტერკლასებისა და ვორკშოპების ჩატარება კლარნეტისა და ფორტეპიანოს მიმართულებით.
მასტერკლასებში მონაწილეობას მიიღებენ სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები, სტუდენტები და პედაგოგები. სამუშაო შეხვედრები საგაკვეთილო ფორმატში წარიმართება და მათ უცხოეთიდან მოწვეული პროფესორები გაუძღვებიან.
ასევე,ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დასკვნითი გალაკონცერტი ჩატარდება.
ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ - ნათია სირაბიძემ აღნიშნა: „აჭარის მთავრობის პრიორიტეტია ბათუმი და აჭარა იქცეს ფესტივალებისა და კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრად. მსგავსი პროექტების განხორციელება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. ორგანიზატორებს ძალიან საინტერესო პროგრამა აქვთ წარმოდგენილი და ვფიქრობ, როგორც ჩვენი ასევე დედაქალაქიდან ჩამოსული სტუდენტები და პედაგოგები პროდუქტიულ მასალას მიიღებენ და ჩაერთვებიან ამ მიმართულებით.
სამხატვრო ხელმძღვანელის შორენა ცინცაბაძის განმარტებით - ფესტივალის უმთავრესი მისიაა ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათში მოტივაციის გაზრდა.
0