16:45:56     18-05-2016
გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრების ნაწილი შიმშილობს
გლდანის მე-8 დაწესებულებაში უვადო პატიმრობამისჯილმა 45-მა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა.
ისინი 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებულ ამნისტიის შესახებ კანონს აპროტესტებენ და არსებული ხარვეზის გასწორებას მოითხოვენ.
შიმშილობის ფაქტს ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროშიც. უწყების ცნობით, პატიმრები კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, რათა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
0