სირიაში დემონტრაცია ჯარმა დაარბია სირიაში დემონტრაცია ჯარმა დაარბია />


  11:31:31     23-04-2011

სირიაში დემონტრაცია ჯარმა დაარბია

a5237.jpg

სირიის შეიარაღებულმა ძალებმა, ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში, ხუთშაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ, დემონსტრაციები დაარბიეს. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას და რეფორმებს მოითხოვდნენ. “ბიბისის” ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი მცირეა, “ალ-ჯაზირა” კი ოცი დაღუპულის შესახებ ავრცელებას ცნობას.

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ქალაქებში დამასკოში, ჰომსში, ჰიმაში საპროტესტო გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაგომას ითხოვდნენ, რომელმაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და წესრიგის დაცვა სამხედროებს მიანდო.

 

დამკვირვებელთა აზრით, საპროტესტო აქციები სირიაში, უკანასკნელ დროს, შესაძლოა, ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გახდეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში, დარბევების შედეგად, უკვე 200-მდე ადამიანი დაიღუპა.
0

ავტორი: