რეცეპტის ინგრედიენტები: 115 გრამი პური(სასურველია ბრუსკეტა)3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი4 ცალი ქათმის ფილე2-3 კონა სალათის ფურცლები1/4 ჭიქა ლიმონის წვენი(დაგჭირდებათ 2 ლიმონი)1/4 ჭიქა მაიონეზი1/4 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი2 ანჩოუსის ფილე1 კბილი ნიორიმარილი და წიწაკა გემოვნებით~ მომზადების წესი ~ 1. გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. დაჭერით პური კუბიკებად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოასხურეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ლანგარი აქეთ-იქით გააქნიეთ, რომ მასზე ყველაფერი თანაბრად გადანაწილდეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ, რომ პური არ დაიწვას. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ. 2. ამასობაში დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი. შეკაზმეთ ქათამი მარილით, წიწაკით და შეწვით ორივე მხრიდან(შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და შემდეგ მსუბუქად შებრაწოთ). გადმოიღეთ და გააცივეთ. 3. გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ და ხელით დააქუცმაცეთ ჯვარისებურად. 4. დააბლენდერეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი, მაიონეზი, ყველი, ნიორი და ანჩოუსის ფილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 5. დაჭერით ქათმის ხორცი ზოლებად. ნაზად შეურიეთ სალათის ფოთლები და გამომცხვარი პური. მოასხით სოუსი და მიირთვით გემრიელად! როგორ მოგეწონათ რეცეპტი? დაწერეთ კომენტარებში:
0