გამოაცხვეთ ბისკვიტი ამ რეცეპტით და ყოველთვის გამოგივათ გამოაცხვეთ ბისკვიტი ამ რეცეპტით და ყოველთვის გამოგივათ />


  01:18:23     17-05-2016

გამოაცხვეთ ბისკვიტი ამ რეცეპტით და ყოველთვის გამოგივათ

a52301.jpg

ბისკვიტის ეს რეცეპტი კლასიკურისგან განსხვავდება, მაგრამ ძალიან გემრიელი, ფაფუკი და რბილი გამოდის. ტორტში გამოყენებისას, შეგიძიათ არც დანამოთ, ცხიმის შემცველობის ხარჯზე მშრალი არ არის.


ინგრედიენტები:დარბილებული კარაქი 150 გშაქარი 175 გრძე 50 მლსახამებელი 50 გფქვილი 150 გკვერცხი 3სოდა 1 ჩ.კ

შაქარი და კარაქი კარგად ავთქვიფოთ, რომ ფაფუკი მასა მივიღოთ. სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. შემდეგ შევურიოთ რძე, ბოლოს კი ერთად გაცრილი სახამებელი, ფქვილი და სოდა. შეგვიძლია დავამატოთ ვანილიც
26 სმ დიამეტრის ფორმას ძირში საცხობი ქაღალდი ჩავაფინოთ, ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება

0

ავტორი: