თურქეთი ტერაქტების მოლოდინში - რას გეგმავს ISIS-ი? თურქეთი ტერაქტების მოლოდინში - რას გეგმავს ISIS-ი? />


  16:43:33     16-05-2016

თურქეთი ტერაქტების მოლოდინში - რას გეგმავს ISIS-ი?

a52289.jpg


თურქული გამოცემა "ჰურიეთი" ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 19 მაისს თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ტერაქტებს გეგმავს.

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერო ორგანიზაციამ უკვე აცნობა ხელისუფლებას, რომ ქვეყნის საზღვარი „ისლამური სახელმწიფოს“ ათმა მებრძოლმა გადაკვეთა. როგორც ცნობილია, ისინი ტერორისტული აქტების განხორციელებას ანკარაში გეგმავენ. პოტენციურ სამიზნედ ათათურქის სახელობის მუზეუმი და აშშ-ის საელჩო სახელდება.

ცნობისთვის, 19 მაისს, თურქეთში ახალგაზრდობისა და სპორტის დღე აღნინიშნება. 


0

ავტორი: