14:58:30     16-05-2016
მოკლულია 25 წლის ახალგაზრდა - რა მოხდა რესტორანში?
გუშინ გვიან ღამით, მკვლელობა მოხდა თბილისში. ერთ-ერთ რესტორანში წამოწყებული ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა ხაშურის რაიონის სოფელ დუმაცხოვში მცხოვრები 25 წლის გურამ ხაჩიძე.
გურამ ხაჩიძის ახობლებისთვის უცნობია ჩხუბის მოტივი. მათი ინფორმაციით ეჭვმიტნილი კასპის რაიონის მაცხოვრებელია: ,,რა მოხდა არ ვიცით გაგვაგიბინეს, რომ მოკლეს და დღეს ჩამოვასვენეთ სახლში. ვიცით, რომ ვიღაც დააკავეს“ - აცხადებს ხაჩიძის მეგობარი რ. ხიდაშელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაჩიძე სავარაუდოდ ჩხუბის დროს თავის ძლიერი დარტყმით გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. საქმე სსკ 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
0