აშშ-ის არმიას პირველი ქალი ხელმძღვანელი ჰყავს აშშ-ის არმიას პირველი ქალი ხელმძღვანელი ჰყავს />


  13:45:35     16-05-2016

აშშ-ის არმიას პირველი ქალი ხელმძღვანელი ჰყავს

a52273.jpg

პირველად ამერიკის ისტორიაში ქვეყნის არმიას ქალი უხელმძღვანელებს. 57 წლის ლორი რობინსონი უკვე ოფიციალურად დაინიშნა აშშ-ის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაურად.

"როგორც საბრძოლო მეთაური, არასოდეს დავივიწყებ დიდ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენი მიწისა და ხალხის წინაშე მაქვს, ეროვნულ ძალასა და თავისუფლების სიყვარულთან ერთად" - თქვა რობინსონმა თავის გამოსვლაში.

ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, რობინსონი აშშ-ს წყნარი ოკეანეს საბრძოლო-საჰაერო ძალებს მეთაურობდა. ის ხელმძღვანელობდა 46 000-ზე მეტ ადამიანს იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჰავაიზე, ალიასკასა და გუამის კუნძულზე. 

ის ერთ-ერთია აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში მომუშავე სამ ქალს შორის, ვინც ოთხვარსკვლავიანი გენერლის წოდებას ატარებს. ლორის ქმარი, დევიდ რობინსონი კი ყოფილი გენერალ-მაიორია. 0

ავტორი: