12:16:50 16-05-2016
კოლუმბიის პოლიციამ ერთ-ერთ ფერმაში ჩატარებული ჩხრეკისას 8 ტონა კოკაინი ამოიღო

კოლუმბიის პოლიციამ სანაპირო ქალაქ ტურბოს ერთ-ერთ ფერმაში ჩატარებული ჩხრეკისას 8 ტონა კოკაინი ამოიღო.
ეს ათწლეულის მანძილზე ნარკოტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ამოღებაა.
პოლიციის მონაცემებით ნარკოტიკი ბანდა "უსუგას" ეკუთვნოდა.
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა ძალოვანი სტრუქტურა, მათ შორის არმიაც ჩართულია ნარკ-დაჯგუფებებთან ბრძოლაში, რომლებიც ითვისებენ ტერიტორიებს და ტრადიციულად კონტროლდებიან რადიკალურად მემარცხენე დაჯგუფების "ფარკ"-ის მიერ.
0