14:50:38     13-05-2016
თურქებისა და ქურთების შეტაკებას 23 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში აკრძალული ქურთული მშრომელთა პარტიის წევრების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციის მსვლელობისას 8 თურქი და 15 ქურთი მებრძოლი დაიღუპა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 მებრძოლი პროვინცია ხაკარიში დაპირისპირებას ემსხვერპლა, კიდევ ორი კი ვერტმფრენის ჩამოვარდნას.
თურქეთის სამხრეთში ქურთთა პარტიის წინააღმეგ მაშტაბური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.
პარტიის ლიდერმა ჯემილ ბაიკმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა რომ ქურთები თავს მანამდე დაიცავენ სანამ თურქეთი კონფლიქტისადმი საკუთარ მიდგომას არ შეცვლიან.
შერიგების პროცესი, რომელიც ქურთულ მშრომელთა პარტიასა და თურქეთს შორის ორ წელიწადს გაგრძელდა 2015 წლის ივნისში დაირღვა. მას შემდეგ შეირაღებული შეტაკებები უფროდაუფრო მწვავდება.
0