14:03:22     13-05-2016
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური დააკავა.
როგორც სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ბექაურმა ერთ-ერთ სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ქალაქ თბილისში ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
გამოძიების ინფორმაციით,2016 წლის აპრილში ვასილ ბექაურმა ქრთამის სახით 1800 ლარი აიღო. ამასთან, 11 მაისს კი ვმანიმავე სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0