10:06:26     12-05-2016
აშშ-ის საელჩო: "დღეს ვაზიანი გრგვინავდა"
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ქართულ-ბრიტანულ-ამერიკულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი 2016“ ეხმაურება.
„დღეს ვაზიანი გრგვინავდა: ადგილზე იყო 120 სამხედრო, საარტილერიო
შეიარაღება თვითმფრინავებიდან ცვიოდა, უკრავდა საქართველოს სამხედრო ბენდი
და მთავრობის ლიდერები აღნიშნავდნენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების,
„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის დაწყებას. წლევანდელი წვრთნები მასშტაბურია,
სამჯერ მეტი ამერიკელი ჯარისკაცით, „აბრამსის“ ტანკებითა და ბრიტანელი
სამხედრო მოსამსახურეების დამატებით”, - წერს საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.