გამყიდველმა გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრა - რა მოხდა დიღომში? გამყიდველმა გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრა - რა მოხდა დიღომში? />


  14:08:51     07-05-2016

გამყიდველმა გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრა - რა მოხდა დიღომში?

a51996.jpg

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში წუხელ, გვიან ღამით კრიმინალური შემთხვევა მოხდა. "პრესა.ჯის" წყარომ ექსკლუზიურად შეატყობინა, რომ ერთ-ერთი კორპუსის ქვემოთ მდებარე მაღაზიაში, გამყიდველმა მამაკაცი დაჭრა.

ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ. ნისიად გამყიდველ 23 წლის გოგონას საჭმელი სთხოვა. გამყოდველმა ახალგაზრდას კატეგორიული უარი იმ მოტივით განუცხადა, რომ მამაკაცს ნისიად უკვე წაღებული ჰქონდა პროდუქტები. ახალგაზრდასა და გამყიდველს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც გოგონამ მამაკაცი პურის დანით მძიმედ დაჭრა. ახალგაზრდა ამჟამად რთულ მდგომარეობაშია. დაპატიმრებულია ინციდენტის მონაწილე ორი პირი.

ნისიად საჭმლის წაღება, რომელიც დიდი ხანია "მოდიდან გადავიდა", როგორც ჩანს, კვლავ ბრუნდება. თავის მხრივ, უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში არიან სავაჭრო ობიექტები, რომლებსაც საჭმლის მთხოვნელი ხალხის მოგერიება დანითაც კი უწევთ.

შსს-ს მომხდარ ინციდენტზე კომენტარი არ გაუვრცელებია. 0

ავტორი: