14:16:50     06-05-2016
„როსტოს“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს უვადო პატიმრობა ემუქრებათ?
ყოფილ ტელეწამყვანს, ლევან როსტოშვილს და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ მსახიობს, ლაშა კურტანიძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა -შენახვას ედავება.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ტელეწამყვანი და მსახიობი სამართალდამცველებმა წუხელ, გვიან ღამით, დააკავეს.
0