13:32:40     06-05-2016
მწვანილის ცოცხლად შენახვის წესი გაყინვის გარეშე!
ყველა დიასახლისს სურს, ზამთარ-ზაფხულს ჰქონდეს ქორფა, არომატული მწვანილი. ამისათვის, ისინი შენახვის სხვადასხვა წესს მიმართავენ.
ბოლო დროს პროდუქტების (მათ შორის მწვანილის) შენახვის ყველაზე პოპულარული წესია გაყინვა. თუმცა ჩვენ კიდევ ერთ, ბევრად ეფექტურ მეთოდს გასწავლით. ასე მწვანილი დიდხანს შეინარჩუნებს პირვენდელ არომატსა და სურნელს.
რეცეპტი მარტივია: აიღეთ მწვანილი, გარეცხეთ და გააშრეთ კარგად. ქილები გარეცხეთ, დამდუღრეთ და ისინიც კარგად გააშრეთ. მოაჭერით გარეცხილ და გამშრალ მწვანილს ბოლოები და მოათავსეთ ქილებში. შედგით მაცივარში და ასე შეინახეთ. მინიმუმ 2 თვე მწვანილი ცოცხლად შეინახება.
0