18:00:48     04-05-2016
"2008 წელს პატარა ერმა რუსეთი ცუდ დღეში ჩააგდო"- ფილიპ ბრიდლავი
აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა The Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2008 წელს პატარა ქვეყანამ რუსეთი საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო.
"2008 წელს პატარა ერმა რუსეთი საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო და სწორედ საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა შეცდომები გაითვალისწინა და საკუთარი სამხედრო პოტენციალი გააუმჯობესა"-თქვა ბრიდლავმა ინტერვიუში.
"რუსეთმა დაამტკიცა რომ მათ ჰყავთ ნასწავლი და ადაპტირებადი სამხედრო ძალა. საქართველოში მან ძალიან ცუდად იმოქმედა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც ყირიმში ვნახეთ, იყო კორექტირების გრძელი გზის შედეგი იმ გამოცდილებიდან, რომელიც მან საქართველოში მიიღეს".
ბრიდლავმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზედმეტად არ შეფასედს რუსეთის ძალა, რადგან ეს ნატო-ს შესაძლოა ნდობის ფასად დაუჯდეს, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ მან "შესაძლებლობები განავითარა".
0