14:14:26     04-05-2016
ალეპოში ბრძოლებია - დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე
დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც ლონდონისა და პარიზის ინიციატივით ჩაინიშნა, განხილვის მთავარი თემა სირიის ქალაქ ალეპოში განვითარებული მოვლენები იქნება.
საქმე იმაშია, რომ ბოლო 10 დღის მანძილზე ალეპოში 270-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბოლო მასშტაბური შემთხვევა 3 მაისს მოხდა, რომელსაც 19 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთანავე კი სირიაში თებერვლიდან მოქმედებს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
“ალეპო ცეცხლის ალშია გახვეული, უკიდურესად მნიშვნელოვანია ახლა კონცენტრაცია აღნიშნულ თემაზე გავაკეთოთ”, – აღნიშნა გაეროს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ბრიტანეთის მხრიდან, მეთიუ რაიკროფტმა.
ჩანიშნული სხდომის შემდეგ დაგეგმილია სირიის საკითხებზე კონსულტაციები, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
0