კვირიკაშვილი ერთს ამბობს, აბესაძე მეორეს... კვირიკაშვილი ერთს ამბობს, აბესაძე მეორეს... />


  10:57:20     04-05-2016

კვირიკაშვილი ერთს ამბობს, აბესაძე მეორეს...

a51864.jpg

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, ოთარ აბესაძე მიიჩნევს რომ „საქართველოს სოციალურად ორიენტირებული მთავრობა ჰყავს“. მან თავისი მემარცხენე იდეები გუშინ გადაცემა „არჩევანში“ გაგვიზიარა. ამავე დროს, აბესაძე აღიარებს რომ დღეს, ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა არ არის...

მთავარ სავაჭრო პარტნიორებს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაიწყო ომი და ყარაბაღში განახლდა კონფლიქტი.

 ვერავინ წარმოიდგენდა 2012 წელს, რომ ჩვენს ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის დაიწყებოდა ომი, მოხდებოდა მსგავსი ტიპის ინფლაცია.

 ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით, პირდაპირ აისახა საქართველოს ეკონომიკაზე და ჩვენს მოსახლეობაზე. 

 ომისა და მსგავსი ტიპის არეულობების პირობებში ძალიან ძნელია, მოიზიდო მსხვილი ინვესტიცია საქართველოში და დაარწმუნო, რომ რეგიონში ეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია.

 დღეს, სამწუხაროდ, ეს საქართველოში არ გვაქვს“, - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

 აბესაძის რიტორიკა „ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორზე“ ცხადია, საკამათოა და ბევრ უზუსტობას შეიცვას.

 თუმცა, ამ შემთხვევაში, ბევრად მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლის აღიარება რომ საქართველოში არასტაბილური ეკონომიკაა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავრობის პოზიციას.

 პრემიერი კვირიკაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ნორჩ წარმომადგენელ აბესაძისგან განსხვავებით მემარცხენე იდეებს არ იზიარებს, „არასტაბოლურობაზე“ არაფერს ამბობს.

ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი კი ირწმუნება რომ „საქართველოს ეკონომიკა წინ მიდის და უმუშევრობა შესამჩნევად მცირდება“.

0

ავტორი: