"ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ათასობით სამხედროს გაგზავნის გეგმაზე მსჯელობს" "ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ათასობით სამხედროს გაგზავნის გეგმაზე მსჯელობს" /> "/> " />


  12:10:36     03-05-2016

"ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ათასობით სამხედროს გაგზავნის გეგმაზე მსჯელობს"

a51821.jpg

Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ათასობით სამხედროს გაგზავნის გეგმაზე მსჯელობს.

მისი თქმით, ეს იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ძალისხმევა. 

კარტერმა განაცხადა რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსი იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის სამხედროები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, ვარშავის სამიტზე მიიღებს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, რომელიც გამოცემამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, საუბარი 4 000 სამხედროსგან შემდგარ 4 ბატალიონზეა, აქედან 2 აშშ-დან, დანარჩენი კი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიიდან იქნება გაგზავნილი. 

პენტაგონის ხელმძღვანელმა სირიაში ამერიკის გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა,რომ აშშ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში სირიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ გეგმავს.

"ჩვენ არ ვიმუშავებთ მათთან (სირიის ხელისუფლებასთან), მათ არ უჩვენებიათ ჩვენთან მუშაობის სურვილი. არ ვგეგმავთ ამის გაკეთებას და ადმინისტრაციაშიც მსგავსი იდეები არ მომისმენია", - განაცხადა კარტერმა. 0

ავტორი: