02:07:42     28-04-2016
ახალგაზრდა ქართველი პოეტი ირაკლი ჭინჭარაული 24 წლის ასაკში გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქართველი პოეტი ირაკლი ჭინჭარაული, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 27 აპრილს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირაკლი ავტოავარიაში 9 ნოემბერს მოყვა, რის შედეგადაც ქალა–ტვინის ურთულესი დაზიანება მიიღო და 6 თვის განმავლობაში მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პოეტის სიცოცხლის გადასარჩენად ტარდებოდა სხვადასხვა საღამო და ღონისძიება. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა მისი პირველი წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც თავად ავტორი ვერ დაესწრო.
დღეს კი მისი დაბადების დღეა. ირაკლი ჭინჭარაული 25 წლის გახდებოდა.
0