ჯეიმს კეპლერი: "ტერორისტული დაჯგუფებების ქსელი ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს" ჯეიმს კეპლერი: "ტერორისტული დაჯგუფებების ქსელი ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს" /> "/> " />


  12:01:32     27-04-2016

ჯეიმს კეპლერი: "ტერორისტული დაჯგუფებების ქსელი ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს"

a51683.jpg

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კეპლერის განცხადებით, ბრიუსელის ტიპის ტერორისტული დაჯგუფებების ქსელი ევროპის სხვა ქვეყნებშიც, კერძოდ ინგლისში, გერმანიასა და იტალიაშიც მოქმედებს. 

კეპლერის თქმით,“არსებობს ფუნდამენტური კოფლიქტი” ევროპაში თავისუფალ მიმოსვლასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის“.

კეპლერმა განმარტა, რომ ამერიკას აქვს დამადასტურებელი მონაცემებიც და რომ ამ საშუალებას კარგად იყენებს "ისლამური სახელმწიფო".

დაზვერვის დირექტორის თქმით, ამერიკა ამ ინფორმაციას აწვდის ევროპელ პარტნიორებსაც. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები საქმის კურსში იყვნენ საემიგრაციო კრიზისით გამოწვეული ჯიჰადისტების რაოდენობის ზრდის შესახებ. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია", - განაცხადა კეპლერმა.

0

ავტორი: