შსს თბილისის ზღვის დასახლებაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალებს აქვეყნებს შსს თბილისის ზღვის დასახლებაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალებს აქვეყნებს />


  17:18:04     20-04-2016

შსს თბილისის ზღვის დასახლებაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალებს აქვეყნებს

a51478.jpg

2014 წელს თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში მომხდარი დანაშაული გახსნილია.

შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გუშინ ღამით კოჯორში აღმოჩენილი გვამი 2014 წელს გაუჩინარებულ გურამ კვეზრელს ეკუთვნის. კვეზერელი ორმა პირმა თანხმის გამოძალვის მიზნით გაიტაცა, მოკლა და ერთ-ერთი აგარაკის ეზოში დამარხა. როგორც ცნობილია, სხეულის გადასხმული ჰქონდა სპეციალურ მჟავაც კვალის გასაქრობად.

შემდეგ ეს პირები თავს დაესხნენ გარდაცვლილის დედას ნატო კვეზერელს, მოკლეს იგი და ბინიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე რეგისტრირებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი და პორტატული კომპიუტერი გაიტაცეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ძიება მიმდინარეობს ორი პირის წინააღმდეგ, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მომხდარში ბრალდებულებს, საქმე მათ წინააღმდეგ 109-ე მუხლითაა აღძრული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი უცხოეთში იმყოფება და მის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 0

ავტორი: