ვის ეკუთვნის კოჯორში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი? - საზარელი დანაშაულის დეტალები ვის ეკუთვნის კოჯორში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი? - საზარელი დანაშაულის დეტალები />


  14:28:30     20-04-2016

ვის ეკუთვნის კოჯორში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი? - საზარელი დანაშაულის დეტალები

a51468.jpg

19 აპრილს გვიან ღამით სამართალამცველებმა კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე მრავალსაათიანი მუშაობის შემდეგ მიწაში ჩამარხული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კასრში იყო მოთავსებული და ისე იყო ჩამარხული მიწაში 7 მეტრის სიღრმეზე. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ცხედარს კვალის დაფარვის მიზნით მჟავა ჰქონდა გადასხმული.

ადგილობრივების ვარაუდით, ცხედარი შესაძლოა 2014 წელს თბილისის ზღვაზე დევნილთა დასახლებაში მომხდარი ყაჩაღობისას გაუჩინარებულ 27 წლის გურამ კვეზერელს ეკუთვნის.

კარგად ახსოვთ თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში მომხდარი საზარელი შემთხვევა, როდესაც ყაჩაღებმა ნატო კვეზერელი ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ სახლში მოკლეს. იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა მისი შვილიც. 

კვეზერელების ახლობლები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ ცხედრის ამოსაცნობად ჯერ არ დაკავშირებიან, ამიტომ დანამდვილებით იმის თქმა, არის თუ არა გარდაცვლილი გურამ კვეზერელი, ჯერ შეუძლებელია.

ცხედართან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ადგილობრივები ამბობენ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტებს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას ადგილზე ერთი პირი ჰყავდათ მოყვანილი, რომელიც, სავარაუდოდ, თავად საქმეში ბრალდებულია.

ინფორმაციის გადასამოწმებლად presa.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. 

პრესასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ყველა შეკითხვაზე გვიპასუხეს, რომ "დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება." შსს-ში აცხადებენ, რომ კომენტარები ამ თემაზე სავაუდოდ დღის ბოლომდე გაკეთდება. 0

ავტორი: