"კასრში იყო მოთავსებული და მჟავა ჰქონდა გადასხმული" - 2014 წელს დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს "კასრში იყო მოთავსებული და მჟავა ჰქონდა გადასხმული" - 2014 წელს დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს /> "/> " />


  11:42:57     20-04-2016

"კასრში იყო მოთავსებული და მჟავა ჰქონდა გადასხმული" - 2014 წელს დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

a51455.png

კოჯორში ნაპოვნი ცხედარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება. "პირველი რადიოს" მიხედვით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლში 27 წლის მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს.

ადგილობრივების განცხადებით, ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, მჟავა ჰქონდა გადასხმული და ისე იყო დამარხული. მათივე ინფორმაცია მკვლელობა სავარაუდოდ, 2014 წლის ყაჩაღობის ფაქტს უკავშირდება, როდესაც დედა-შვილი გაუჩინარდა, დედა თბილისის ზღვაზე ყელგამოჭრილი იპოვეს, შვილის კვალი კი ამ დრომდე უცნობი იყო.

0

ავტორი: