ერაყელმა ქურთებმა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
ირანელი ქურთების მტკიცებით, მათ, ამერიკის შეიარაღებული ძალების დახმარებით ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ერაყელი ქურთების უსაფრხოების საბჭოს "თვითერზე" ნათქვამია რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი აბუ საიფი მოსულის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ ხამამ-ელ-ალილში ჩატარებულ ოპერაციას ემსხვერპლა. საიფთან ერად მისი ორი მოკავშირეც დაიღუპა. "როიტერის" ინფორმაციით, ოპერაცია ვერტმფრენების დახმარებით ჩატარდა. შეგახსენებთ, ერაყის ქალაქი მოსული "ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წელს აიღო.მარტის დასაწყისში ერაყელმა სამხედროებმა განაცხადეს რომ იწყებდნენ ოპერაციას ქალაქის გასათავისუფლებად.
0