09:14:25     18-04-2016
დღეს, მაგდა პაპიძის საქმეზე 12 ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს
დღეს, საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა გაიმართება.
წინა სხდომაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უკვე შედგა ნაფიცი მსაჯულების სავარაუდო კანდიდატთა 100 კაციანი სია. მათგან საბოლოოდ 12 შეირჩევა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა თავად მაგდა პაპიძემ მოითხოვა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიებას უნდობლობას უცხადებს მისი ოჯახიც.
0