17:59:38     11-04-2016
რუსეთმა ირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პირველი პარტია მიაწოდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰუსეინ ჯამერ ანსარის ინფორმაციით, რუსეთმა ირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300-ის პირველი პარტია უკვე მიაწოდა.
"ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ მიუხედავად მოწოდების პროცესში გარკვეული ცვლილებებისა, ხელშეკრულების შესრულება გრძელდება და მინდა გითხრათ, რომ დღეს აღჭურვილობის პირველი ნაწილი ირანში უკვე ჩამოვიდა, სხვა ნაწილების გამოგზავნა კი დადასტურდა", - განაცხადა მინისტრმა.
საზენიტო-სარაკეტო დანადგარების ირანისთვის მიწოდების აკრძალვა გასული წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა.
დოკუმენტი თეირანისთვის "ნებისმიერი სახის საბრძოლო ტანკის, მსხვილი საარტილერიო სისტემის, საბრძოლო ვერტმფერენების,რაკეტისა და სარაკეტო სისტემების და საბრძოლო ხომალდების" მიწოდებას კრძალავდა. პუტინის ბრძანებით ამ შეთანხმების ტექსტიდან С-300-ის ტიპის რაკეტები ამოიღეს" და 2015 წლის ნოემბერში შეთანხმება სისტემების მიწოდებაზე ძალაში შევიდა.
მაშინ რუსეთის გადაწყვეტილებამ ისრაელის მხრიდან უმწვავესი კრიტიკა გამოიწვია. ქვეყნის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა რომ რუსეთის ეს მოლაპარაკება ირანთან, ისრაელს საფრთხეს უქმნიდა. ისრაელის მოსაზრებას იზიარებდა ბარაკ ობამაც.
0