სირიაში, სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა სირიაში, სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა />


  10:33:50     11-04-2016

სირიაში, სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

a51162.jpg

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელევიზიის ცნობით, ამის შესახებ პანკისის ხეობაში საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილი 39 წლის ვახა ბუგიევია, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა. ის პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, ის სირიაში 2015 წელს წავიდა.
0

ავტორი: