15:59:08     10-04-2016
„მგზავრებმა“ რუსულ პუბლიკას საქართველოსთვის ტრაგიკული თარიღის შესახებ შეახსენეს (ვიდეო)
მოგეხსენებათ ჯგუფ „მგზავრების“ 9 აპრილს დაგეგმილმა კონცერტმა პეტერბურგში, ქართველი საზოგადოების უკმაყოფილება და აგრესია გამოიწვია. ჯგუფს აკრიტიკებდნენ იმისათვის, რომ კონცერტი სამშობლოსათვის მნიშვნელოვან და ტრაგიკულ რიცხვში რუსეთში გაიმართებოდა.
საზოგადოების ვარაუდები არ გამართლდა და „მგზავრებმა“ რუსულ პუბლიკას საქართველოსთვის ტრაგიკული თარიღის შესახებ შეახსენეს და ამ დღეს დაღუპულთა საპატივცემულოდ მოუწოდეს.
კერძოდ, მგზავრების სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა ადგილობრივ მსმენელს ამ სიტყვებით მიმართა:
„ჩვენთვის ეს თარიღი ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ ეს საქართველოს ისტორიისათვის ძალზედ დიდი დღეა. 1989 წელს, აპრილის დასაწყისში დაიწყო მიტინგები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და ჩვენი მთელი ოჯახები იქ იყვნენ.
8 აპრილის საღამოს მომიტინგეებს უთხრეს, რომ მოვიდოდა არმია და მათ დაარბევდა, თუმცა მათ განაცხადეს, რომ დარჩებოდნენ... ასეც მოიქცნენ, მოვიდა არმია და ძალიან ბევრი დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რომელიც რამდენიმე წელიწადში მოვიპოვეთ.
ამ დღიდან 27 წელი გავიდა. მე ახლა 30 წლის ვარ, მაშინ 3-ის ვიყავი.
მეგობრებო, პატივი მივაგოთ მათი სულების ხსოვნას, გავუგზავნოთ ჩვენი ტკივილი, თანაგრძნობა და სიყვარული თბილისს, საქართველოს, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ, თქვენის ნებართვით“.
ნახეთ ვიდეო:
0