22:25:48     08-04-2016
ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი როკმუსიკოსი, ანსამბლ "ბერმუხას" დამაარსებელი და ხელმძღვანელი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა.
ანსამბლი "ბერმუხა" და ბაჩი ქიტიაშვილი ქართული ჰარდ როკის და მძიმე მუსიკის პიონერებად მიიჩნევიან. მუსიკა, რომელსაც ისინი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ასრულებდნენ, საბჭოთა რეჟიმის მიერ იდევნებოდა. 80-იანებამდე ჯგუფს იატაკქვეშ უწევდა მოღვაწეობა. "ბერმუხა" დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მათ მუსიკას დღესაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.
მუსიკოსი ბოლო დროს მძიმე სენით იყო დაავადებული.